Wednesday, November 18, 2009

To Do Lists?



ათასი წვრილმანით გავსებული თავი.

იქნებ დღეს მაინც ვისაუბროთ
ისეთ აბსტრაქტულ საგნებზე როგორიცაა:
ყოველდღიური ცხოვრების პოლიტიკა .. და ასე შემდეგ

მშვენიერია - იყო უნიკალური და იზრდებოდე საკუთარი თავისათვის ?

გავრბივართ
გავრბივართ
გავრბივართ,
მერე ვჩერდებით,
ვჯდებით უკანა სკამზე
და ვკითხულობთ გაზეთებს.

გავრბივართ
გავრბივართ
და გვესმის
და ვისმენთ
და გამორთე რადიო როცა მე ვსაუბრობ!.


შეგიძლია საკუთარ თავზე აიღო სულიერი პასუხისმგებლობა?


..

ასეთ დროს სახლები უფრო გაწელილი მეჩვენება ვიდრე საუბრები,
მერე ვბრუნდები ათასი წვრილმანებით გავსებული თავიდან, გადმომაქვს მაგიდები.

დაბრძანდით,
ვეუბნები და მივდივარ.
მე ყოველთვის ვიქნები ჩუმად.

აღარასოდეს ამოვწევ შენს history-ებს ვ. სივრცეში
და ვიძინებ მაშინ,
როდესაც საერთოდ არ იქნება ამის აუცილებლობა.
დავწყებ მოწევას - აღარ მოგისმენ.
ზაფხული.

ღამის ორი საათი.
ღამის ოთხი საათი.
დილის ხუთის ათი წუთი.

მერე ზამთარი დავქოქოთ თავიდან
და დეკემბერში ახალი დავიწყოთ.

- "არა,მაინც რას აპირებ?"
- "წასვლას"

.