Sunday, December 27, 2009

ფისოები ^^


აქ ძალიან დიდი პოსტი დავწერე და მერე წავშალე,
იმიტომ რომ უკვე ცინიკური და ირონიული დამოკიდებულების გარდა, არაფრის იმედი აღარ მაქვს :/

მოკლედ დავწერ..

ასე თუ ისე ცოტა ფული მოგროვდა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ფისოებს გავუკეთოთ სტერილიზაცია.
სტერილიზაციის შემდეგ კატის მიყვანა ისევ თავშესაფარში არ შეიძლება,
კარგად მოვლა და ყურადღება უნდა,სითბოში ყოფნა :(
ჩვენი თავშესაფარი კი ფაქტიურად გარეთაა, ღია ცის ქვეშ.
ხოდა მოხალისეებს ვეძებთ, ვინც ამ 2 კვირის განმავლობაში მაინც დაიტოვებს კატას თავისთან, სულ თუ არ წაიყვანს
და ჯერ-ჯერობით არ გამოჩნდა არავინ.
რა სჭირს ამ ხალხს, რა :(

ჯერ ადამიანს ვეძებდით, ვინც კვირის რამდენიმე დღეს შეძლებდა მათთან საჭმლის მიტანას,
მე და ის გოგო, ვისი წამოწყებულიცაა ეს ამბავი, ვმუშაობთ და ვერ ვახერხებთ და
ძლივს გამოჩნდა ერთი, რომელიც დაგვპირდა რომ დაგვეხმარება.













ესენი არიან ცვენი ფისოები.
თუმცა არასრულად, სულ 18 გვყავს, გუშინ რომ თბილოდა დაბოდიალობდნენ სადღაც და არ დამხვდნენ, ვერ გადავუღე. დიდი იმედი არც მაქვს ამ პოსტს რამე გამოხმაურება რომ მოჰყვეს, მაგრამ კატის სახლში მიყვანა თუ არ მოგინდებათ, შეგიძლიათ Emoney-ზე მაინც გადმორიცხოთ რამდენიმე ლარი : ) ანგარიშის ნომერი - 360325919

.