Wednesday, June 30, 2010

Tuesday

საერთოდ, არ მიყვარს სამშაბათები, იმიტომ რომ ორშაბათის შემდეგი დღეა. ორშაბათი უფრო არ მიყვარს, იმიტომ რომ კვირის შემდეგი დღეა, ანუ ვიქენდამდე დიდი დროა და ამიტომ :D მაგრამ დღეს განსაკუთრებული სამშაბათი იყო და მინდა გაგიზიაროთ : )
დილას სამაგისტრო თემის დაცვა მქონდა. მეშინოდა ცოტა, დიდად არ მომიკლავს თავი სიარულით ლექციებზე, თუმცა თემა კარგად დავწერე და 95 ქულა ავიღე. მთელმა კომისიამ აღფრთოვანება გამოხატა, რა კარგად შეგისწავლია საბანკო პროდუქტებიო, არ მითქვამს რამდენ ბანკში ვმუშაობდი საერთოდ, თორემ აღარ გაუკვირდებოდათ მერე ))
საშინელი ხვატი და სიცხე იყო დღეს :( მეზიზღება სიცხე, არ მიყვარს ძალიან მზიანი ამინდი და არც ზაგარის მიღების პერსპექტივა მხიბლავს დიდად. ამიტომ ამ ბოლო დროს კონდიციონერიან მანქანას სულ უფრო და უფრო ხშირად ვნატრობ. მიზნად მაქვს დასახული, რომ სექტემბრამდე უნდა მყავდეს და მჯერა, მივაღწევ :D
გახარებული, დაცული დიპლომით, საღამოს ველოდებოდი მთელი დღე. დღეს ბოლო დღე გვქონდა PR სკოლაში. ეს დღეები ისე შევეჩვიე ყოველ საღამოს სამსახურიდან ვაკეში გასვლას და იქიდან სახლში 11 საათზე მოსვლას და საერთოდ იმ სიტუაციას, რაც იქ სუფევდა, დარწმუნებული ვარ შემდეგი ერთი კვირა დანაკლისი მექნება. საერთოდ რამეს თუ მივეჩვიე, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადაჩვევა და ასეთ პატარა რამეებზეც ასე ვარ :s
აი, ასეთ კოპწია გოგო ვიყავი დღეს :)))) ცოტა კი მივილტვი სიგანეებისკენ, მაგრამ როდესაც ბედნიერი ვარ, ყოველთვის ასე ხდება, არ ვიცი სიყვარული რატომ უნდა განდომებდეს ადამიანს ჭამას, ნუ მაგრამ, დაე ბედნიერი ვიყო, ვიდრე გამხდარი :D ჩემთან სამსახურში, რატომღაც არასდროს უხარიათ ჩემი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ როცა იგებენ ხოლმე, არ ვიცი რატომ. საერთოდ, სამსახურში ყოველთვის დაძაბული ვარ და ამიტომ ვერიდები ამ თემაზე წერას. ახალი სამსახური მინდა! თუმცა არ ვწუწუნებ და ამაყად ვაგრძელებ მაინც ყოველ დილას 8 საათზე ადგომას.
ერთი, დღევანდელი 'მოვლენის' დაწერა კინაღამ დამავიწყდა. PR სკოლაში გადასაღებად გოგო მოვიდა, შევხედე და ვიფიქრე: 'უი, ფოტოგრაფი', მაგრამ მმოგვიანებით სხვა რაღაც გავარკვიე. რატომღაც ჩემს მაგიდაზე დადებული ვანიკო რომ დაინახა (ვანიკო, იგივე ივანე, იგივე ჩემი ნიკონი) მაშინვე უცნაურად შემომხედა. მერე რატომღაც სოსომ ჩემს ჯინაზე დასვა მგონი კითხვა (სოსო კიდევ ჩვენი ტრენერი იყო) აბა, რომლის აპარატი ჯობიაო? იმან მაშინვე ჩემიო. არადა მანამდე უკვე შეთვალიერებული მქონდა მისი აპარატი და ჩემსაზე 1-2 წლით ადრე გამოშვებულს გავდა. მეც ვერ ავიტანე ვანიკოს დამცირება და არა, ჩემი ჯობია თქო! გაიცინა, შენსას რამდენი აქვს მეგაპიქსელიო? მეთქი რაის მეგაპიქსელი თქო, ნუ მაგრამ ვუთხარი 10 თქო. მერე იმან, ჩემსას 6, მაგრამ ჩემი პროფესიონალია, შენი არაო Oo მეც გადავირიე და წამოვეჭიმე, წადი, წაიკითხე და მერე მოდი თქო, მაგრამ დროზე გაგვაშველეს :)))) თუმცა ჩემთვის სერტიფიკატის გადაცემის მომენტი, მგონი პროტესტის ნიშნად აღარ გადაუღია მერე :D საერთოდ, ცხოველები და ფოტოგრაფია არის ის თემა, რაზეც ყოველთვის ისე ვნერვიულობ და ვგიჟდები, თუ რამეს არასწორად იძახიან ხოლმე, მერე მე თვითონ მერიდება ჩემი თავის :s ამიტომ ჩემს გარშემო ყველამ იცის, ფოტოაპარატებისა და ფოტო სურათების ავ-კარგიანობაზე, უპატრონო ძაღლებსა და კატებზე და საერთოდ მიუსაფარ ცხოველებზე არ უნდა მესაუბროს :D
მოკლედ, ავად თუ კარგად :D ძალიან პროდუქტიული სამშაბათი გამოვიდა. ისეთი, რომ ბლოგზე დაწერის სურვილიც კი გამიჩნდა, ეს კი ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ დეკემბრის მერე ასეთი ხასიათის პოსტი არ გამიკეთებია და თუმრე მომენატრა ბლოგერობა : )

Thursday, June 24, 2010

Memories

random shots ჩემი გადაღებული ფოტოებიდან..

წვიმა, პირველ რიგში, რადგან ყველაფერზე ძალიან მიყვარს
თან ამ ბოლო დროს როგორ ხშირად წვიმს : )

Photobucket

ეს ბავშვი სპორტის სასახლესთან გადავიღე. გადამიღეო და მიმოდელა, მერე დავათვალიერებინე და რაც არ მოეწონა, წამაშლევინა, ეს დავტოვეთ : )

Photobucket


just ალუჩა :დ ♥

Photobucket


ამ გოგონას იმ დღეს ბიბლიოთეკაში წავაწყდი, და რომ არ გადამეღო ალბათ მერე სამუდამოდ ჩამრჩებოდა გულში :დ ძალიან ლამაზია

Photobucket

ეს მამიკოს დაბადების დღეზე : )

Photobucket


ახალქალაქში : ) ძალიან მშვიდი და სასიამოვნო შეგრძნებები მეუფლება ჩასვლისას, თუმცა სულ 2-ჯერ ვიყავი

Photobucket


ეს იმ დღეს იპოდრომზე : ) ნამცხავრს ჭამდა და დამებღვირა - რა დროს გადაღებააო :დ

Photobucket

ლუუუუუუუუდიიიიიი :დორბლი:

Photobucket

♥♥♥ ჩემი სუპერმენი



Photobucket


ჩემი ჭიქა სამსახურში : ) მამამ ჩამომიტანა ინგლისიდან 4-5 წლის წინ

Photobucket


ეს დოდოს დაბადების დღეზე იმ დღეს : )

Photobucket

ესეც ახალქალაქში. პირველად რომ ჩავედი გაზაფხული იყო : )

Photobucket

l'arc-en-ciel

Photobucket

კიდევ ახალქალაქში. ეს ბავშვი მეზობლად ცხოვრობს და რომ ჩავდივართ, მაშინვე გადმოდის და სულ ჩვენთანაა ხოლმე - მარი : )

Photobucket

და ბოლოს, როგორც ყველგან, აქაც რა თქმა უნდა მარგო =)

Photobucket

.