Wednesday, June 30, 2010

Tuesday

საერთოდ, არ მიყვარს სამშაბათები, იმიტომ რომ ორშაბათის შემდეგი დღეა. ორშაბათი უფრო არ მიყვარს, იმიტომ რომ კვირის შემდეგი დღეა, ანუ ვიქენდამდე დიდი დროა და ამიტომ :D მაგრამ დღეს განსაკუთრებული სამშაბათი იყო და მინდა გაგიზიაროთ : )
დილას სამაგისტრო თემის დაცვა მქონდა. მეშინოდა ცოტა, დიდად არ მომიკლავს თავი სიარულით ლექციებზე, თუმცა თემა კარგად დავწერე და 95 ქულა ავიღე. მთელმა კომისიამ აღფრთოვანება გამოხატა, რა კარგად შეგისწავლია საბანკო პროდუქტებიო, არ მითქვამს რამდენ ბანკში ვმუშაობდი საერთოდ, თორემ აღარ გაუკვირდებოდათ მერე ))
საშინელი ხვატი და სიცხე იყო დღეს :( მეზიზღება სიცხე, არ მიყვარს ძალიან მზიანი ამინდი და არც ზაგარის მიღების პერსპექტივა მხიბლავს დიდად. ამიტომ ამ ბოლო დროს კონდიციონერიან მანქანას სულ უფრო და უფრო ხშირად ვნატრობ. მიზნად მაქვს დასახული, რომ სექტემბრამდე უნდა მყავდეს და მჯერა, მივაღწევ :D
გახარებული, დაცული დიპლომით, საღამოს ველოდებოდი მთელი დღე. დღეს ბოლო დღე გვქონდა PR სკოლაში. ეს დღეები ისე შევეჩვიე ყოველ საღამოს სამსახურიდან ვაკეში გასვლას და იქიდან სახლში 11 საათზე მოსვლას და საერთოდ იმ სიტუაციას, რაც იქ სუფევდა, დარწმუნებული ვარ შემდეგი ერთი კვირა დანაკლისი მექნება. საერთოდ რამეს თუ მივეჩვიე, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადაჩვევა და ასეთ პატარა რამეებზეც ასე ვარ :s
აი, ასეთ კოპწია გოგო ვიყავი დღეს :)))) ცოტა კი მივილტვი სიგანეებისკენ, მაგრამ როდესაც ბედნიერი ვარ, ყოველთვის ასე ხდება, არ ვიცი სიყვარული რატომ უნდა განდომებდეს ადამიანს ჭამას, ნუ მაგრამ, დაე ბედნიერი ვიყო, ვიდრე გამხდარი :D ჩემთან სამსახურში, რატომღაც არასდროს უხარიათ ჩემი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ როცა იგებენ ხოლმე, არ ვიცი რატომ. საერთოდ, სამსახურში ყოველთვის დაძაბული ვარ და ამიტომ ვერიდები ამ თემაზე წერას. ახალი სამსახური მინდა! თუმცა არ ვწუწუნებ და ამაყად ვაგრძელებ მაინც ყოველ დილას 8 საათზე ადგომას.
ერთი, დღევანდელი 'მოვლენის' დაწერა კინაღამ დამავიწყდა. PR სკოლაში გადასაღებად გოგო მოვიდა, შევხედე და ვიფიქრე: 'უი, ფოტოგრაფი', მაგრამ მმოგვიანებით სხვა რაღაც გავარკვიე. რატომღაც ჩემს მაგიდაზე დადებული ვანიკო რომ დაინახა (ვანიკო, იგივე ივანე, იგივე ჩემი ნიკონი) მაშინვე უცნაურად შემომხედა. მერე რატომღაც სოსომ ჩემს ჯინაზე დასვა მგონი კითხვა (სოსო კიდევ ჩვენი ტრენერი იყო) აბა, რომლის აპარატი ჯობიაო? იმან მაშინვე ჩემიო. არადა მანამდე უკვე შეთვალიერებული მქონდა მისი აპარატი და ჩემსაზე 1-2 წლით ადრე გამოშვებულს გავდა. მეც ვერ ავიტანე ვანიკოს დამცირება და არა, ჩემი ჯობია თქო! გაიცინა, შენსას რამდენი აქვს მეგაპიქსელიო? მეთქი რაის მეგაპიქსელი თქო, ნუ მაგრამ ვუთხარი 10 თქო. მერე იმან, ჩემსას 6, მაგრამ ჩემი პროფესიონალია, შენი არაო Oo მეც გადავირიე და წამოვეჭიმე, წადი, წაიკითხე და მერე მოდი თქო, მაგრამ დროზე გაგვაშველეს :)))) თუმცა ჩემთვის სერტიფიკატის გადაცემის მომენტი, მგონი პროტესტის ნიშნად აღარ გადაუღია მერე :D საერთოდ, ცხოველები და ფოტოგრაფია არის ის თემა, რაზეც ყოველთვის ისე ვნერვიულობ და ვგიჟდები, თუ რამეს არასწორად იძახიან ხოლმე, მერე მე თვითონ მერიდება ჩემი თავის :s ამიტომ ჩემს გარშემო ყველამ იცის, ფოტოაპარატებისა და ფოტო სურათების ავ-კარგიანობაზე, უპატრონო ძაღლებსა და კატებზე და საერთოდ მიუსაფარ ცხოველებზე არ უნდა მესაუბროს :D
მოკლედ, ავად თუ კარგად :D ძალიან პროდუქტიული სამშაბათი გამოვიდა. ისეთი, რომ ბლოგზე დაწერის სურვილიც კი გამიჩნდა, ეს კი ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ დეკემბრის მერე ასეთი ხასიათის პოსტი არ გამიკეთებია და თუმრე მომენატრა ბლოგერობა : )

7 comments:

Anonymous said...

gilocav chabarebas karamelka :* <3

♥ Mary ♥ said...

ნატააა <3 შენ არ მყავდი ბლოგერებში, ჩაგამატებ ახლა, გამეხარდა : ) გკოცნი ბევრს :*

Anonymous said...

shen bidzia magistri ki ara profesori unda iyo harvardis universitetshi, gilocav chemo kargo, warmatebebs gisurveb :* :*. irakli.

babisa said...

hmm ai rogori pozitivebi gadmomedo
<3
postivit kiar ikitxeboda
ai megobari ro dagijdeba chiqa yavaze da ragaceebs mogiyveba, ise gemrielad ewera :)

Anonymous said...

zaan sakvareli xar, mari :)

xilnari said...

saocari gancyobaa, martlac rogori dadebiti! ra kargia, roca vigacas sheuzlia ase gadmogdos tavisi dadebiti xasiati. kidev dacere, rame, karamelka, kidev dacere!!! gelodebit!

Agasfer said...

ჰაჰაა :))))))))

.