BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS »

Wednesday, November 18, 2009

To Do Lists?



ათასი წვრილმანით გავსებული თავი.

იქნებ დღეს მაინც ვისაუბროთ
ისეთ აბსტრაქტულ საგნებზე როგორიცაა:
ყოველდღიური ცხოვრების პოლიტიკა .. და ასე შემდეგ

მშვენიერია - იყო უნიკალური და იზრდებოდე საკუთარი თავისათვის ?

გავრბივართ
გავრბივართ
გავრბივართ,
მერე ვჩერდებით,
ვჯდებით უკანა სკამზე
და ვკითხულობთ გაზეთებს.

გავრბივართ
გავრბივართ
და გვესმის
და ვისმენთ
და გამორთე რადიო როცა მე ვსაუბრობ!.


შეგიძლია საკუთარ თავზე აიღო სულიერი პასუხისმგებლობა?


..

ასეთ დროს სახლები უფრო გაწელილი მეჩვენება ვიდრე საუბრები,
მერე ვბრუნდები ათასი წვრილმანებით გავსებული თავიდან, გადმომაქვს მაგიდები.

დაბრძანდით,
ვეუბნები და მივდივარ.
მე ყოველთვის ვიქნები ჩუმად.

აღარასოდეს ამოვწევ შენს history-ებს ვ. სივრცეში
და ვიძინებ მაშინ,
როდესაც საერთოდ არ იქნება ამის აუცილებლობა.
დავწყებ მოწევას - აღარ მოგისმენ.
ზაფხული.

ღამის ორი საათი.
ღამის ოთხი საათი.
დილის ხუთის ათი წუთი.

მერე ზამთარი დავქოქოთ თავიდან
და დეკემბერში ახალი დავიწყოთ.

- "არა,მაინც რას აპირებ?"
- "წასვლას"

Tuesday, November 3, 2009

რაღაცნაირი ანკეტა


კიკიტომ დამთაგა და მომიწია გამეაზრებინა რაღაცეები და შემევსო : p

მიყვარს - ძაღლები, კატები, ძროხები, თხები, ცხოველები მთლიანად : )

მარგო,

ლუსი, გინდა ცაში იყოს და გინდა ვინმესთან, ოჯახში.

ფოტოების გადაღება, ჩემი ზენიტი, ნიკონი <3

საჩუქრებს როცა მჩუქნიან :"> და მე ვჩუქნი

Indie,

იისფერ-იასამნისფერი,

შემოდგომა,

გვირილები,

კარამელის ნაწარმი ))

UK,

კეთილი ადამიანები.

ვოცნებობ -  მქონდეს უპატრონო ცხოველების თავშესაფარი და კიდევ მოუხცთა სახლი, აი უცხოეთში როგორც აქვთ, მოხუცები რომ ზიან და ბედნიერად არიან , რაღაცნაირად, რავი

ვფიქრობ - ამ ბოლო დროს ბევრს, ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპებს ვიაზრებ ხოლმე და დასკვნები გამომაქვს, რაც ადრე არ შემეძლო : )

მძულს - გატუტუცებული ხალხი, ცხოველებს რომ ექცევიან ხოლმე უდიერად; როცა არასათანადოდ მაფასებენ; უაზროდ მსაყვედურობენ

ვნანობ -  ძალიან გულუბრყვილო რომ ვიყავი სულ და ყველას ვენდობოდი ადრე.

კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი რომ დავკარგე, არაფრის გამო და ახლა ჩემზე საზიზღარი წარმოდგენა რომ აქვს.

კმაყოფილი ვარ - ასეთი უმაგრესი ოჯახი და მშობლები რომ მყავს! <3

მენატრება - თოკო : )

მსურს - ყველა თავისი დოზით ბედნიერი იყოს და ასე არ იბოღმებოდნენ ერთმანეთის ბედნიერებებზე ხალხი.

მაღიზიანებს - საღეჭი რეზინის მაღალ ხმაზე ღეჭვა grrr,  თავდასაბანი გოგოები :(  ჭორიკანა ხალხი, საზოგადო ადგილებში მეგრულად საუბარი; დაიკიდეო როცა მეუბნებიან

ვგრძნობ - ცოტა ტკივილს

მეშინია -  მარგო არ დამეკარგოს :(  სამუდამოდ ესეთ დეპრესივად არ ჩავრჩე ))

ვიცი - რომ ყველაფერი გამოვა, რასაც უძალიანესად მოინდომებ.

არ ვიცი -  ნაკლოვანი ადამიანები რატომ აძლევენ ხოლმე თავიანთ თავებს უფლებას სხვის ნაკლებზე ისაუბრონ

შემიძლია - ბევრი სიყვარული და სითბო გავცე, no matter  მივიღებ თუ არა უკან საპასუხოდ იგივეს,

არ შემიძლია -  ლოდინი

ვმეგობრობ -  უკვე ცოტასთან

ვაპატიებ - ჰო : )

ვტირი - ნემსის გაკეთების დროს, პატარა წყენებზეც

ვიცინი -  ჰოლივუდურად )))

ვეძებ- 190 სანტიმეტრი სიმაღლის, ქერა, მწვანეთვალებას :>

ღირსი ვარ - შემომარტყან, რომ გამოვფხიზლდე

ვკარგავ - ადამიანებს ხშირად და გული მწყდება ხანდახან

მშურს -  დილას ადრე ადგომა ვისაც უყვარს, იმათი

ვემალები - რამდენიმე ტვინის მჭმელ ობიექტს :">

ვემტერები -  ისევ იმ ხალხს,ცხოველებს რომ ცუდად ექცევიან : )

მაინტერესებს -  ადამიანებს რატომ იზიდავთ პოპულარობა

არ მაინტერესებს - რას ლაპარაკობენ ჩემზე არაკომპეტენტური ხალხი ))

მახსოვს - 3 წლისას დედამ დიდი ბარბის სახლი რომ ჩამომიტანა ინგლისიდან.

მრცხვენია - ისტერიკების და უზრდელობებს როცა ვამბობ ხოლმე მაშინ : (

 უარვყოფ - ყველაფერს, რაც არ ზის ჩემს შინაგან რამეებში

ვავადმყოფობ - ამ ბოლო დროს ხშირად :/

ვმალავ - ემოციებს

ვინახავ -  ერთ გამხმარ ფოთოლს, მოგონებებს ყველანაირს

მწამს - ღმერთის, და ძალიან მწყინს ამ ბოლო დროს რაღაც უაზროდ რო ეხებიან რელეგიურ საკითხებს :(

მიკვირს - რატომ მიგონებენ ხოლმე ამდენ ცუდ რამეს

მიხარია - რომ მყავს ჩემი ოჯახი, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, მარგო.

ვჭორაობ -მაქსიმუმ სამ კაცზე სულ, ისე არ მიყვარს :D

ვდარდობ - ძალიან ბევრს

ვამაყობ - დედიკოთი და მამიკოთი, ასეთი ლამაზი რომ შემქმნეს :">

ვეფერები - მარგოს, ძაღლებს და ფისოებს ქუჩაში

მსიამოვნებს - ბედნიერ ხალხს როცა ვხედავ

მესიზმრება -  ფერადი სიზმრები

ვეხმარები - დედას ჭურჭლის გარეცხვაში :">

ვეწევი - ვაბშე არ

მწყინს - ასე რომ მექცევიან ..

ვხარჯავ - დროს უაზროდ და ფულსაც

ვღალატობ -  პრინციპებს უკვე ხშირად

ვკამათობ - რაც ჩემი აზრით სწორია, იმაზე

ვუხეშობ -ცუდ ხასიათზე როცა ვარ და ამ დროს ტვინს მიდრელავენ

ვუსმენ – ამ წამს marie digby-ს

ვყოყმანობ - ტანსაცმლის არჩევისას

ვკითხულობ - ჩიქავას 'ინოვაციურ ეკონომიკას' :/

ვამზადებ - გემრიელ ბლინებს 

ვუყურებ - ჩემს კატას როგორ იზრდება და როცა სძინავს

ვკლავ -  საკუთარ ნერვებს :yes:

ვცხოვრობ - 'ყველაფერი კარგად იქნება'-თი

ვცემ - პატივს მოხუცებს

ვყვირი - გიო როცა მაბრაზებს და მარგო როცა მკაწრავს ;(

ვმღერი -  ტვინში სულ

ვმკურნალობ - ნევროზს

ვერიდები - ძალით მეგობრებს და 'პონტის ხალხს'

ვთამაშობ - ბიოტრონიკს

ვიტყუები - როცა სხვა გამოსავალი არ მაქვს

ვეთაყვანები -  ვგონებ, ჯერ არაფერს ))

ვგიჟდები -ორ ლულაში რომ მივდივართ ხოლმე; სუნზე

ვაგროვებ - სანთლებს

ვეჭვიანობ - საშინლად ყველაზე ვაბშე ვინც ცოტათიც კი მიყვარს :(

“ვკაიფობ” - შურიან გოგოებზე. 

ვიზიდავ - გიჟ-გადარეულ, დეპრესიულ ბავშვებს , ძაღლებს

ვალამაზებ -კი არა ვულამაზებ :">

ვერ ვიტან როცა ვინმეს დათაგვა მიწევს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს :D

ხოდა ვთაგავ _

კურტიკას <3

ფრენოლოგს : )

ნატას : )

ანიუტას : )

Thursday, October 29, 2009

sad.gif


ძალიან ხშრად მაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა უბრალოდ მინდა დავჯდე, ვუყურო ჭერს და რამე 'ჩემ' მუსიკას ვუსმინო.
იმდენი მიძახეს, ემო ხარო, თანაც პერსპექტიულიო, მე მგონი მართლა სულ მთლად გამოვემოვდი : D Photobucket

 ეს ისე, თორემ ახლა რომ ვუკვირდები ადრეც ასეთი გრუზი რამე ვიყავი.

დაჟე როცა იყო პერიოდი, სასიხარულოს გარდა არაფერი ხდებოდა, მაშინაც ვიგრუზავდი ხოლმე ძალით თავს ჭერის ყურებით,
ახლა კიდევ როცა უამრავი მიზეზია, თან შინაგანი სამყაროც აბსოლუტურად მიწყობს ხელს, ძირითადად სულ მინორში ვარ.
ხანდახან მგონია, რომ სრულიად ისეთ რამეებს განვიცდი, რაც სხვას ცხოვრებაში არ მოუვა აზრად, რომ იმაზე იფიქროს 3 წუთი მაინც, თან რომ ვერაფერს ვცვლი : (

ახლა რომ ვუფიქრდები, არც არასდროს არაფერი შეიცვლება.კარგადაც იყო ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მარტო როცა ვრჩებოდი, მაინც პესიმიზმისკენ ვიხრებოდი ყოველთვის.
ალბათ იმასაც ნიჭი უნდა ცხოვრებაში კარგი მხარეები უფრო მეტად რომ დაინახო,ვიდრე ცუდი და მათი დაფასება შეძლო.
მე კიდევ ვერაფრით ვისწავლე ასე.
თუმცა ხშირად ვიცინი და ვცდილობ, მაგრამ ჰა : (

ასეთ ხასიათზე როცა ვარ, ყოველთვის ამათ ვრთავ:

უგრუზესი სიმღერა _



ეს ხო ვაბშე : (



დღეს უკვე მესამედ ვუყურე cold mountain-ს 4 დღეში..

გარემოებები ალბათ ოდესმე შეიცვლება და აი ეს ჩემი სამყაროს ასეთნაირად აღქმა - ვერაასდროს .

Saturday, October 24, 2009

So many songs remind me of So many people


“the hardest thing in life is to know which bridge to cross and which to burn”


Lloyd Daniels

ამ ლაპურწაკის სულ პირველი ცდა რომ ვნახე youtube-ზე მაშინვე მოვიხიბლე. ფინალურ 12ეულში თუ მოხვდებოდა, არ მეგონა თავიდან.

ჯეისონას "მე შენი ვარ" იმღერა შესარჩევზე და გაუჭირდა ცოტა, (http://www.youtube.com/watch?v=gF5OFHiQKV0)
მეთქი ვსო თქო, მაგრამ მრს კოული ხო ზე სათნოობაა, ეხვეწა ბატონ საიმონს და ამღერეს თავიდან,
ხოდა ესე გაძვრა შემდეგ ტურში და იმის მერე მოდის


ჯერ რომ შეხედავ, როგორი სათნო და საყვარელია, დაიპუტავენ,დაყრიან თინეიჯერი გოგოები :>
(მეც რაღაცა ეგეთს ვშვები, მერე რა, რომ მეტრი ოცია ნახტომში :)



ერთს ვუთხარი ადრე, ეს მომავალი ჯასტინ ტიმბერლეიკია, დაჟე უკეთესი თქო და აგერ :



თანდათან უფრო დაიხვეწა და განვითარდა, ხმაც დაეხვეწა დაჟე.
ადრე მარტო ცანცარობების პონტში ვუყურებდი ხოლმე x factor-ს, მაგრამ ახლა აკლებული მაქვს იუტუბი ლოიდის პონტში

ხოდა იმედია რამე კარგს იზამს ბოლოშიც : )

wish him luck



p.s. ოლივერი მომწონს კიდევ რაღაც უსაზიზღრესად, მაგრამ ის უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია სუფთა სუპერსტარი :D, ჩემი ქება-დიდება არ სჭირდება, თავიდანვე ვიცოდი, რომ გაქაჩავდა.
ხოდა იმედია ჩემი ორი ფავორიტიდან რომელიმე მაინც იზამს რამეს <3
p.p.s. mrs კოულზეც დავწერ ოდესმე ალბათ. ფეხბურთელების ცოლების გარჩევა რომ მიდის ხოლმე, ყველაზე მაგარი ქალია ვაბშე!

მერე რა, რომ დაუნი ქმარი ჰყავს :s

Friday, October 23, 2009

I Believe

“Run your fingers through my soul. For once, just once, feel exactly what I feel, believe what I believe, perceive as I perceive, look, experience, examine, and for once; just once, understand.”


Photobucket




Friday, October 9, 2009

სერ ნიკოლასს


სერ ნიკოლას,
ახლა თეთრ პალატაში ვწევარ
და გული სუსტად მიცემს,
რა თქმა უნდა,თუ კიდევ შემრჩა გული..

იცით,
გუშინ ცალი თირკმელი ამომაჭრეს და ვიღაც,
განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევ
იორიკს მისცეს,
რაღა თქმა უნდა უნებართვოდ.

მე ვინღა მკითხავს რამეს,სერ ნიკოლას?!

ჩემი ცხოვრება
ჩემი აღარ არის.
მნახველი მნახველზე მოდის,
მკოცნიან ფერმკრთალ შუბლზე და ლოყაზე.
მომბეზრდნენ.
სამჯერ მოვიპარე პალატის გასაღები
და სამჯერ შიგნიდან გადავრაზე,
მაგრამ თითქოს ბნელ ძალებთან არიან შეკრულნი,

სამჯერვე უპრობლემოდ გააღეს ჩემი ჩარაზული კარი
და ახლა კვლავ მოდიან,მოდიან,მოდიან..
მე უკვე თითქმის ვეღარც ვინძრევი,სერ ნიკოლას.
საოცარია,მიკვირს,წერას რომ ვახერხებ.

იცით,
სერ ნიკოლას,
ორჯერ ვცადე თავის მოკვლა?!

მრცხვენია.
თუმცა,არ ვდარდობ- ისედაც მალე დავუსხლტები მტკივნეულ მარწუხებს.
ვეღარასოდეს ვიხილავ ეგოისტებს,
ცინიკოსებს,
ფარისევლებს..

და საერთოდ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც ახლა ნათირკმლარ ჭრილობაზე ურფო მეტად მაწუხებს.

მშვიდობით.


ემილი.