Thursday, July 29, 2010

ქეთინო,ქეთინო!

არ შემედავოს არავინ,რომ ეს გოგო ჩემზე მეტად უყვარს! :))

კარგად მახსოვს შარშან დეუმ ოპერის ბილეთი რომ მაჩუქა, რამდენი საათი ვერ მოვდიოდი აზრზე,შემდეგ თვითონ კონცერტზე, რომ გამობლაყუნდა სცენაზე და ცრემლები წამსკდა დებილი ცოფიანი ფანატკასავით (დღემდე ვერ გავიგე რატომ ვიტირე :დ), ალბათ ემოციების გამო :"> მერე, მეორე დღეს ბათუმში რომ ვეღარ წავედით მე და დეუ და ტელევიზორთან დამჯდარი ვეჩხუბებოდი ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას ტაში დაუკარით, იმღერეთ რეებს შვებით თქო :დ
სულაც არ აქვს მონოტონური და ერთმანეთის მსგავსი სიმღერები, სულ ტყუილად აბრალებენ. რომანტიულია ბავშია, love song-ებს წერს, რას ერჩიან
ჰომ, ქეთინოზე პოსტის დაწერა, იმიტომ გადავწყვიტე, ახალი ალბომის გამოსვლა რომ გამცნოთ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით მის შესახებ. დიდი სიამოვნება გელით წინ ^^

იმდენი ხანი ველოდი,არ მჯერა რომ ახლა გადაბმულად მთელი დღეები ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ.


ესეც პირველი სინგლი ახალი ალბომიდან, მოისმინეთ და დარწმუნებით, რომ წინა ალბომების სიმღერებს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ძალიან კარგია!



კლიპიც მომეწონა ასე თუ ისე, რასაც მეორე სინგლის
ვიდეოზე, ნამდვილად ვერ ვიტყვი :



კაცმა არ იცის, რატომ აცვია ასე, კლიპში საერთოდ რა ხდება,რატომ ხდება, ასეთი საშინელი მაკიაჟი ვინ გაუკეთა და საერთოდაც! რამდენი ხანია ვიძახი ამ გოგოს ახალი იმიჯ მეიკერი უნდა თქო?? ვის ესმის :/

ჩემს არქივში ხშირია ისეთი სიმღერები/ფოტოები/ვიდეოები, რომლებსაც გაწიწმატებული ვინახავ ხოლმე მხოლოდ ჩემთვის, გასაზიარებლად არ მემეტება,მაგრამ ამ შემთხვევაში ვაკეთებ გამონაკლისს და მოკლედ, ძალიანაც რომ აღარ გამიგრძელდეს, პირდაპირ ალბომს გთავაზობთ :))
აბა ისიამოვნებთ და შეაფასეთ ^^ ცუდ შეფასებებს არ ვიღებ, წინასწარ გაფრთხილებთ :დ


Katie Melua - The House (2010)



Tuesday, July 27, 2010

Mary in ♥

ჩვენი ლამაზი დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება ადამიანი ალბათ, ვინც ჩემს ასეთ ხასიათს ახსნის.
თვალებიდან,ყურებიდან გულებს ვუშვებ. ერთი შეხედვით - შეყვარებული ვარ,, თუმცა მეორედ შეხედვაც მჭირდება. ძალიან,ძალიან ბედნიერი ვარ!,
ხშირად ვერ ვათვცნობიერებ ამას და ამიტომაც სულ ვჯუჯღუნებ.
ახლა ძალიან წყნარად, ჩემთვის ვზივარ კომპიუტერთან, ვუსმენ მუსიკას და სამსახურის საქმეებს ვაკეთებ და უცებ ვხვდები - რა სასწაულია ისეთი ადამიანი რომ მყავს გვერდით, როგორიც მყავს : ) აი რა ხდება და '

დილის რვა საათზე
მორიგ მოსაწყენ გრძელ სამუშაო დღეს
რომ იწყებს ტელევიზორი
და მე სულაც რომ არ მადარდებს არც მოსაწყენი დღე და არც რვა საათი, მითუმეტეს ტელევიზორი.

წასასვლელიც არსად გვაქვს
ზაფხულის პირველ საღამოს ფანჯარასთან ვდგავართ
და ვუყურებთ ჩიტებს .


ყოველთვის მინდა ასე იყოს და იქნება! : )


Monday, July 12, 2010

Michael Bublé


ამ ადამიანზე პოსტის დაწერა მინდა აგერ უკვე საუკუნე ნახევარია, მაგრამ ვერ მოვაბი თავი აქამდე :))
ყოველთვის მსიამოვნებს მისი მოსმენა, ცუდ ხასიათზე ვარ, კარგზე თუ საშუალოზე. სახეც ისეთი კეთილი და მშვიდი აქვს. ნამდვილი ჯენტლმენია! :)) თავიდან მოვყვები, როგორც წესია და ისე ჩავალ ბოლოში. საერთოდ, ჩემს საყვარელ შემსრულებლებსა და სიმღერებს ყოველთვის საგულდაგულოდ ვმალავ ხოლმე, ძალიან ეგოისტი ვარ, მინდა მარტო მე ვიცოდე :დ მაგრამ ახლა სხვა შემთხვევაა, ამ კაცს ყველამ უნდა მოუსმინოს – განურჩევლად ასაკისა და სქესისა. მე თვითონ პირველად მისი სიმღერა 2006 წელს მოვისმინე. რაღაც ფილმს ვუყურებდი და ბოლოს, ტიტრებზე ედო საუნდრეკად, ვეძებე, ვეძებე და ბოლოს ძლივს ვიპოვე..
მაიკლი კანადაში 1975 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. ბავშვობა ქალაქ ბურნაბეში გაატარა. 14 წლამდე მამას ეხმარებოდა თევზაობაში – პატარა მეთევზე იყო :დ ღამეები თურმე ბიბლიით ეძინა და ლოცულობდა, რომ მომღერალი გამხდარიყო, რადგან თავისი მეთევზის კარიერას არცთუისე პერსპექტიულ და ყველაზე დამთრგუნველ სამუშაოდ თვლიდა.
18 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი ტალანტების შესარჩევ კონკურში და მის შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმავლობა :დ სულ 4 ალბომი აქვს გამოშვეული აქამდე. 2003 წელს გამოვიდა პირველი ალბომი სახელწოდებით "Michael Bublé", რომელშიც შედიოდა ჩემი პირველი საყვარელი სიმღერა. ადრე საღამოობით ვუსმენდი და ყოველთვის კარგად მეძნებოდა ხოლმე : )


ესეც ერთ–ერთი უკარგესი ქავერია.


ეს კიდევ ბოლო ალბომის ტრეკი, კლიპში არგენტინელ მსახიობ ლუსიანო ლოპილატოსთან ერთად, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა :)



ამ სიმღერაზე კიდევ ყოველთვის ცეკვა მინდება, თან არცთუისე ხშირად ვცეკვავ (უფრო მეტიც – საერთოდ არ ვცეკვავ! :დ)



მოკლედ ასე.. მოუსმინეთ და დატკბით : )

Sunday, July 11, 2010

photo post #2

ასეთი უბრალო ფოტოების გადაღება მიყვარს.
ვაგროვებ ბოკეებს,სინათლეებს, წვიმის წვეთებს, ბალახს და ა.შ და შემდეგ ტექსტებს ვაწერ ხოლმე ^^








აქ ყოველთვის წვიმაა : )



Monday, July 5, 2010

I need SOME rest!


რაღაც, ვერ ვარ მოწოდების სიმაღლეზე, ნერვები მაქვს დაშლილი პატარა მოლეკულებად :/

სახლში ფეხებ დამტვრეული ლეკვი მყავს, რომელიც გუშინ ღამე შუა ქუჩიდან ამოვიყვანე. (თითქმის ასეთია, როგორც სურათზე, ფერებითაც ზუსტად გავს)
წკმუტუნმა გამიყვანა აივანზე და ზედ გზაჯვარედინზე ეგდო, ვიღაც არაადამიანმა დაარტყა ეტყობა და დატოვა იქვე, მანქანები უსიგნალებდნენ კინაღამ გადაუარეს,
კი ჩავირბინე და ამოვიყვანე მაშინვე, დავაწვინე და დიმედროლიც გავუკეთე, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მეშინია.. :(
უკანა ფეხები აშკარად მოტეხილი აქვს, მაგრამ შიგნით რამე ორგანო არ ქონდეს დაზიანებული, შინაგანი სისხლდენა ან რამე მსგავსი არ სჭირდეს. დავრეკე გუშინ ვეტ ექიმთან, საზიზღარი ვიღაც იყო, დამაიმედა ეგ მაინც მოკვდება, რა აზრი აქვს რომ მოიყვანოო..
მაგრამ მგონია, რახან გუშინდელი ღამე გაატანა, ალბათ არ არის ისე ცუდად და გაივლის,
გაივლიიიის, გაივლიიის, ხომ გაივლის? :/
გამაყუჩებელიც გავუკეთეთ მე და დედამ მერე გვიან, დღეს სამსახურში რომ მოვდიოდი, თითქოს ცოტა ღონიერად იყო უფრო. მართალია არ ჭამს და არ სვამს, მაგრამ რეაქციები აქვს, როცა ვეძახი.
საღამოს ველოდები, დროზე წავიდე სახლში, იქნებ ვინმე კარგი ექიმი მოვძებნო მანამდე და მივუყვანო. რახან გუშინ გადარჩა ღამე, ახლა იმედი მაქვს, მგონია რომ კარგად იქნება.

..

ეს სიცხეები საერთოდ მაგიჟებს.
სამსახურში გადარეულივით, ზუსტად 5 წუთში ერთხელ გავრბივარ სადაც წყალი მეგულება და მთლიანად ხელებზე და სახეზე ვისხამ, ამოვდიავრ მერე სველი, არ ვიმშრალებ და ვზივარ ასე :დ
იოლად ვითენთები, როცა შემიძლია მთელი დღეები მძინავს, ვჯუჯღუნებ თითქმის 24 საათი.
ხასიათში გადამდის უკვე, დიდად კონტაქტიც აღარ მსიამოვნებს არავისთან.
სამსახურში თავჩაღუნული ვზივარ, ნეტა ვინმემ რამე არ მკითხოს და არ დამეკონტაქტოს თქო :)))
ბევრი სიგრილე მინდა, წყალი, აუზი, ნაყინი, ფანტა ბევრი ცივი, მანგოსი ან ჩვეულებრივი ფორთოხლის, რაღაც ხალისიანი რამეები მინდა, რომლებიც ამ უაზრო გრაფიკის გადამკიდე, საერთოდ არ მაქვს. კარგ ადამიანებთან მინდა ყოფნა, რის დანაკლისსაც ამ ბოლო დროს ნამდვილად ხშირად განვიცდი.
ამ ჩახუთულ ოთახში, სადაც ფარდაც კი არ კიდია ამ სიცხეში დილის 9 საათზე მოვდივარ და 7ზე ვამთავრებ. შაბათ–კვირას კიდევ არაფრის თავი არ მაქვს მთელი კვირის დაღლილს და მძინავს და მძინავს სადამდეც შემიძლია.

7–8 ივლისს კიდევ საერთო სამაგისტრო ეროვნულები მაქვს. იმდენად გადაღლილი და გათიშული ვარ, აღარც ვნერვიულობ და უკვე ტესტებშიც კი აღარ ვიხედები, ცოტა აზრზე რომ მოვიდე.

თავგადაკლული, შვებულებას ველოდები, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ მივიღო, იმის გამო რომ ჯერ 11 თვე არ შემსრულებია, რაც ზემოაღნიშნულ ოთახში ვიხუთები. სადმე შორს მინდა წასვლა, წელს ტვინი ძალიან გადაბრუნებული
მაქვს და მთაში მინდა გადაკარგვა. თუმცა მეგობრებთან ხმამაღლა ვერ ვამბობ, რადგან ზღვაზე 'მივდივართ' აგვისტოში, ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვგეგმავთ ერთი წელია :)) არადა ბათუმი ყველაზე მეტად არასეზონურ პერიოდში მიყვარს. შემოდგომა–ზამთარი ყველაზე კარგია ზღვაზე. თუმცა იქ ყოფნა ისე მსიამოვნებს,მნიშვნელობა არ აქვს ზამთარი იქნება თუ ზაფხული, წვიმა თუ მზე. იმდენად მიყვარს ბათუმი, სიამოვნებით გადავსახლდებოდი ხვალვე! , ერთ პატარა სამსახურსა და ბინას რომ ვიპოვნიდე. იქ არასდროს, არაფერზე ვდარდობ, იმდენად მშვიდად ვარ ხოლმე, შემიძლია გულზე ხელები დავიწყო და ნაპირზე ისე ვიწვე მთელი დღე. ეს ფოტო წელს, 4 იანვარს გადავიღე ბათუმში და რომ ვუყურებ, ისეთი სიმშვიდე მეუფლება, თითქოს მართლა იქ ვიყო და იმ სკამზე ვიჯდე : ) იმედია, წელს კიდევ ბევრჯერ შევიგრძნობ ზღვის სუნს.

მოკლედ, წარმატებები მისურვეთ გამოცდებზე, შვებულების აღება რომ მეღირსოს, იმაზე და ლეკვზე კიდევ. მშველის ხოლმე.


.