არ შემედავოს არავინ,რომ ეს გოგო ჩემზე მეტად უყვარს! :))

სულაც არ აქვს მონოტონური და ერთმანეთის მსგავსი სიმღერები, სულ ტყუილად აბრალებენ. რომანტიულია ბავშია, love song-ებს წერს, რას ერჩიან ♥
ჰომ, ქეთინოზე პოსტის დაწერა, იმიტომ გადავწყვიტე, ახალი ალბომის გამოსვლა რომ გამცნოთ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით მის შესახებ. დიდი სიამოვნება გელით წინ ^^
იმდენი ხანი ველოდი,არ მჯერა რომ ახლა გადაბმულად მთელი დღეები ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ.
ესეც პირველი სინგლი ახალი ალბომიდან, მოისმინეთ და დარწმუნებით, რომ წინა ალბომების სიმღერებს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ძალიან კარგია!
კლიპიც მომეწონა ასე თუ ისე, რასაც მეორე სინგლის ვიდეოზე, ნამდვილად ვერ ვიტყვი :
კაცმა არ იცის, რატომ აცვია ასე, კლიპში საერთოდ რა ხდება,რატომ ხდება, ასეთი საშინელი მაკიაჟი ვინ გაუკეთა და საერთოდაც! რამდენი ხანია ვიძახი ამ გოგოს ახალი იმიჯ მეიკერი უნდა თქო?? ვის ესმის :/
ჩემს არქივში ხშირია ისეთი სიმღერები/ფოტოები/ვიდეოები, რომლებსაც გაწიწმატებული ვინახავ ხოლმე მხოლოდ ჩემთვის, გასაზიარებლად არ მემეტება,მაგრამ ამ შემთხვევაში ვაკეთებ გამონაკლისს და მოკლედ, ძალიანაც რომ აღარ გამიგრძელდეს, პირდაპირ ალბომს გთავაზობთ :))
აბა ისიამოვნებთ და შეაფასეთ ^^ ცუდ შეფასებებს არ ვიღებ, წინასწარ გაფრთხილებთ :დ
Katie Melua - The House (2010)

4 comments:
ar gedavebit :)))))
მეც ძალიან მომეწონა ახალი ალბომი. თუმცა წინა თვეში იმდენი ვუსმინე, რომ ახლა ვისვენებ ცოტას. :)))
ragacnairi, sevdiani tvalebi da xma aqvs, magram dzlieri. momcons. ^_^
momcons me katie da sheni blogic momcons :)
Post a Comment