Monday, November 1, 2010

Tbilisi AlterVision/Newcomers/ 2010

გუშინწინდელი კონცერტის მერე თავი ვეღარ შევიკავე და გადავწყვიტე პატარა პოსტი მიმეძღვნა ალტერვიზიისთვის ჩემს მიტოვებულ ბლოგზე =)

წელს საერთოდ უფრო დიდი პიარით მიდიოდა ყველაფერი, ვიდრე შარშან. სპორტის სასახლის სცენაზე გამოსვლის მსურველი ბენდების რაოდენობაც გაცილებით მეტი იყო და შერჩევაც თითქოს უფრო მკაცრი. ”შოუქეისებს” რომ ვერ გაცდა Sour Skin-ი, თავიდანვე ცოტა არ იყოს გამიკვირდა, თან მეწყინა =) მაგრამ ჩავთვალე, ალბათ ბევრად უკეთ მომზადებული მუსიკოსები არიან წელს და ამიტომ თქო, თუმცა ..

კონცერტი რომ დაგვიანებით დაიწყებოდა, ისედაც ყველამ იცოდა და ძალიან გამიკვირდა მხოლოდ 1 საათი რომ მოგვიწია ლოდინი. თავის ქნევის და ხტუნაობის თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ზემოთ მოვთავსდი სკამზე ”წყნარად” და ძალიან მოთმინებით აღვიჭურვე =)

ხმა იყო ძალიან ცუდი, არ ვიცი ზემოთ ჯდომის ბრალი იყო ეს თუ მე დავყრუვდი, მაგრამ აშკარად ზმუილის გარდა არაფერი ისმოდა, რასაც მიკროფონის გამარყუებელი სტვენაც ერთვოდა თან.

წამყვანი რა თქმა უნდა წელსაც დათო ლომიძე იყო, რომელსაც აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მუსიკალური მონაცემებისგან განსხვავებით, წამყვანურ მონაცემებში ნამდვილად არ აქვს სატრაბახოდ საქმე. მთელი კონცერტის განმავლობაში ბატონი ქვინი გამალებით გვთხოვდა ’გახურებას’, ’ხმას’ ’კიდე’-ს =) ისიც აღნიშნა, წელს გაცილებით მეტი ხალხია, ვიდრე შარშანო, მაგრამ თავი მოიტყუა თუ ჩვენ გვატყუებდა არ ვიცი =)

ბოლოს რა ვქნა რომ გააქტიურდეთ, გავიხადოო? და ჩემს ქვემოთ მჯდომმა გოგონებმა ძალიან ხმამაღლა უყვირეს, არა ჯობია ჩაიხადოო, თუმცა სამწუხაროდ ვერ გაიგო ძვირფასმა წამყვანმა, თორემ ალბათ ჩახდასაც არ დააყოვნებდა.

ყველაზე ძალიან გამეხარდა და გულზე მალამოდ მომედო ჯგუფი Loudspeakers-ი. ეს ჯგუფი ისედაც ძალიან მიყვარს და ალბათ რახან ტექსტი და სიმღერა ვიცოდი, იმიტომ მომეჩვენა, ვაი მგონი ხმა უკეთ მესმის თქო )

დაამთავრეს თუ არა ბიჭებმა, მაშინვე ავწუწუნდი, აბა წავედით ახლა თქო, რაზეც საბოლოოდ დავითანხმე ბავშვები და გამოვედით, თორემ ისეთი სიგარეტის სუნი იდგა უკვე ბოლოს, თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა. თან წამოსვლისას ლუდიც გადამასხეს ფეხზე და ასე სრულიად ბედნიერი გამოვედი სპორტის სასახლიდან.

გზაში რომ მოვდიოდი, მაშინ დავფიქრდი და მივხვდი რატომ არ სურს ხალხს 10 ლარის გადახდა ასეთ ’ქართულ’ კონცერტებში. ძალიან ცუდი დონე იყო, მართლა! :/ გაისად დიდი იმედი მაქვს უკეთესი იქნება, თუმცა ყოველ წელსაა ეს ერთი და იგივე იმედი და შედეგი თითქმის ერთნაირია ხოლმე :დ

<3




4 comments:

Anonymous said...

haha! :D kai iko :D

OTO said...

LOUDspeakers - ის ერთადერთი სიმღერა ვიცი და მომწონს In this world

kanario said...

ღმერთმანი... :/ ასე მგონია, რომ ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდება ევროპულ დონემდე მიღწევამდე... არ მინდა მჯეროდეს, მაგრამ ვშიშობ, ასე იქნება...

Anonymous said...

loudspeakersic momewona da exitic (luka nakashidze),sxva araferi ://

.