Monday, July 5, 2010

I need SOME rest!


რაღაც, ვერ ვარ მოწოდების სიმაღლეზე, ნერვები მაქვს დაშლილი პატარა მოლეკულებად :/

სახლში ფეხებ დამტვრეული ლეკვი მყავს, რომელიც გუშინ ღამე შუა ქუჩიდან ამოვიყვანე. (თითქმის ასეთია, როგორც სურათზე, ფერებითაც ზუსტად გავს)
წკმუტუნმა გამიყვანა აივანზე და ზედ გზაჯვარედინზე ეგდო, ვიღაც არაადამიანმა დაარტყა ეტყობა და დატოვა იქვე, მანქანები უსიგნალებდნენ კინაღამ გადაუარეს,
კი ჩავირბინე და ამოვიყვანე მაშინვე, დავაწვინე და დიმედროლიც გავუკეთე, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მეშინია.. :(
უკანა ფეხები აშკარად მოტეხილი აქვს, მაგრამ შიგნით რამე ორგანო არ ქონდეს დაზიანებული, შინაგანი სისხლდენა ან რამე მსგავსი არ სჭირდეს. დავრეკე გუშინ ვეტ ექიმთან, საზიზღარი ვიღაც იყო, დამაიმედა ეგ მაინც მოკვდება, რა აზრი აქვს რომ მოიყვანოო..
მაგრამ მგონია, რახან გუშინდელი ღამე გაატანა, ალბათ არ არის ისე ცუდად და გაივლის,
გაივლიიიის, გაივლიიის, ხომ გაივლის? :/
გამაყუჩებელიც გავუკეთეთ მე და დედამ მერე გვიან, დღეს სამსახურში რომ მოვდიოდი, თითქოს ცოტა ღონიერად იყო უფრო. მართალია არ ჭამს და არ სვამს, მაგრამ რეაქციები აქვს, როცა ვეძახი.
საღამოს ველოდები, დროზე წავიდე სახლში, იქნებ ვინმე კარგი ექიმი მოვძებნო მანამდე და მივუყვანო. რახან გუშინ გადარჩა ღამე, ახლა იმედი მაქვს, მგონია რომ კარგად იქნება.

..

ეს სიცხეები საერთოდ მაგიჟებს.
სამსახურში გადარეულივით, ზუსტად 5 წუთში ერთხელ გავრბივარ სადაც წყალი მეგულება და მთლიანად ხელებზე და სახეზე ვისხამ, ამოვდიავრ მერე სველი, არ ვიმშრალებ და ვზივარ ასე :დ
იოლად ვითენთები, როცა შემიძლია მთელი დღეები მძინავს, ვჯუჯღუნებ თითქმის 24 საათი.
ხასიათში გადამდის უკვე, დიდად კონტაქტიც აღარ მსიამოვნებს არავისთან.
სამსახურში თავჩაღუნული ვზივარ, ნეტა ვინმემ რამე არ მკითხოს და არ დამეკონტაქტოს თქო :)))
ბევრი სიგრილე მინდა, წყალი, აუზი, ნაყინი, ფანტა ბევრი ცივი, მანგოსი ან ჩვეულებრივი ფორთოხლის, რაღაც ხალისიანი რამეები მინდა, რომლებიც ამ უაზრო გრაფიკის გადამკიდე, საერთოდ არ მაქვს. კარგ ადამიანებთან მინდა ყოფნა, რის დანაკლისსაც ამ ბოლო დროს ნამდვილად ხშირად განვიცდი.
ამ ჩახუთულ ოთახში, სადაც ფარდაც კი არ კიდია ამ სიცხეში დილის 9 საათზე მოვდივარ და 7ზე ვამთავრებ. შაბათ–კვირას კიდევ არაფრის თავი არ მაქვს მთელი კვირის დაღლილს და მძინავს და მძინავს სადამდეც შემიძლია.

7–8 ივლისს კიდევ საერთო სამაგისტრო ეროვნულები მაქვს. იმდენად გადაღლილი და გათიშული ვარ, აღარც ვნერვიულობ და უკვე ტესტებშიც კი აღარ ვიხედები, ცოტა აზრზე რომ მოვიდე.

თავგადაკლული, შვებულებას ველოდები, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ მივიღო, იმის გამო რომ ჯერ 11 თვე არ შემსრულებია, რაც ზემოაღნიშნულ ოთახში ვიხუთები. სადმე შორს მინდა წასვლა, წელს ტვინი ძალიან გადაბრუნებული
მაქვს და მთაში მინდა გადაკარგვა. თუმცა მეგობრებთან ხმამაღლა ვერ ვამბობ, რადგან ზღვაზე 'მივდივართ' აგვისტოში, ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვგეგმავთ ერთი წელია :)) არადა ბათუმი ყველაზე მეტად არასეზონურ პერიოდში მიყვარს. შემოდგომა–ზამთარი ყველაზე კარგია ზღვაზე. თუმცა იქ ყოფნა ისე მსიამოვნებს,მნიშვნელობა არ აქვს ზამთარი იქნება თუ ზაფხული, წვიმა თუ მზე. იმდენად მიყვარს ბათუმი, სიამოვნებით გადავსახლდებოდი ხვალვე! , ერთ პატარა სამსახურსა და ბინას რომ ვიპოვნიდე. იქ არასდროს, არაფერზე ვდარდობ, იმდენად მშვიდად ვარ ხოლმე, შემიძლია გულზე ხელები დავიწყო და ნაპირზე ისე ვიწვე მთელი დღე. ეს ფოტო წელს, 4 იანვარს გადავიღე ბათუმში და რომ ვუყურებ, ისეთი სიმშვიდე მეუფლება, თითქოს მართლა იქ ვიყო და იმ სკამზე ვიჯდე : ) იმედია, წელს კიდევ ბევრჯერ შევიგრძნობ ზღვის სუნს.

მოკლედ, წარმატებები მისურვეთ გამოცდებზე, შვებულების აღება რომ მეღირსოს, იმაზე და ლეკვზე კიდევ. მშველის ხოლმე.


7 comments:

Keti said...

გამოცდებზე წარმატებებს გისურვებ! :)
ლეკვის ამბავი იქნებ მერეც დაწერო – როგორ იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოკეთდება! რა კარგია, რომ შეიფარეთ...

babisa said...

წარმატებები და პოზიტივები შენსკნ
მააგრამ, მაგისტრი გავხდიო რომ დაწერე, კიდე ბარემ მეორე მაგისტრატურაში თუ რა ხდება შენს თავს

სიცხეები ჰო, ეგრე მიშვრება მე, ან ეგრე ვარ, ან სამსახურში მაცივარში ვზივარ ხოლმე და მცივა :D

ბათუმში გადასახლებაზე მეც ეგრე ვოცნებობ და მეც იქაური უსამსახურობა მაფერხებს, თორემ ბინას ვიქირავებდი და 1 წელ მაინც ვიქნებოდი იქ ^^

mylpi said...

მგონი არავინ არ ემზადება მაგისტრატურის გამოცდებისთვის, მე პირადად არა და არც ჩემს გარშემო ვისაც ვკითხე, დიპლომს ვიცავ და აგვისტომდე მეც აქ უნდა ვიყო და მოკლედ უკვე აღარ მგონია რომ არდადეგებამდე მივაღწევ

♥ Mary ♥ said...

ქეთი დიდი ამდლობა :* <3

ნინ, ერთი ამგისტრატურა ხომ მოვრჩი და ეორესთვის ვემზდები ახლა, მარადმწვანე სტუდენტი ვარ :დ

ცუგა თითქოს უკეთ არის, ცოტა საჭმელიც წაკიკნა და იმედია კიდევ უფრო უკეთ გახდება : )

Anonymous said...

carmatebebs gisurveb gamocdebze, Ypu can do it :* gkocni bevrs. dzaglze kidev gamexarda, zalian kargia eseti mzrunveli da kuradgebiani ro xar :)

Dissolved Girl said...

მე შაბათსაც ვმუშაობ :( კოშმარია :( მგონი უხელფასო შვებულება გეკუთვნის. მეც არ ვარ ერთი წლის და უხელფასო ათდღიანს ვიღებ.
ლეკვი როგორაა?

Anonymous said...

lekvi rogor aris? :((( imedia gadarcha.

.